დავირუსებული აპლიკაციები Google Store-ზე

გუგლმა წაშალა აპლიკაციები, რომელიც დაინფიცირებული იყო Chrome Web Store - ში!

დავირუსებული აპლიკაციები Google Store-ზე
Malicious Chrome Extensions | დაინფიცირებული გუგლის აპლიკაციები
Hackers Hosting Provider
Hackers Hosting Provider
Hackers Hosting Provider

კომპანია Google-მ თავიანთი Store-დან წაშალეს 32 აპლიაცია, რომელთაც ჯამში 75 მილიონი გადაწერა აქვთ, რადგან ეს ბრაუზერის გაფართოებები (Extension) იპარავდნენ ბრაუზერებიდან სხვადასხვა ინფორმაციებს უნებართვოდ.

გთავაზობთ იმ მცირე ჩამონათვალს, რომელიც თქვენს ინტერნეტ ბრაუზერიდან თქვენს მონაცემებს იპარავენ, როგორიცაა: სახელი, პაროლი, ქუქი, საიტები რომლებსაც სტუმრობს, სარეკლამო ოპტიმიზაციები და ასე შემდეგ.

რეკომენდაციაა, ეს აპები სასწრაფოდ წაშალოთ გუგლის ბრაუზერიდან თუ დაყენებული გაქვთ ის:

  • Autoskip for Youtube - აპლიკაცია, რომელიც რეკლამებს ბლოკავს იუთუბზე - 9 მილიონი გადმოწერა
  • Soundboost - აპლიკაცია, რომელიც ხმას აძლიერებს ბრაუზერში - 6,9 მილიონი გადმოწერა
  • Crystal Ad block - რეკლამების ბლოკერი საიტებზე - 6,8 მილიონი გადმოწერა
  • Brisk VPN - ვიპიენი - 5,6 მილიონი გადმოწერა
  • Clipboard Helper - კოპირების დამხმარე - 3.5 მილიონი გადმოწერა
  • Maxi Refresher - ავტომატურად გადამტვირთავი - 3,5 მილიონი გადმოწერა