Microsoft | რეკორდული კაპიტალიზაცია

Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

Microsoft | რეკორდული კაპიტალიზაცია
Microsoft | ChatGPT

ხელოვნური ინტელექტი ChatGPT - ის პოპულარიზაციის ფონზე, კომპანია Microsoft-ის კაპიტალიზაცია რეკორდულად გაიზარდა და გახდა  $2.59 ტრილიონი, რომელიც კიდევ უფრო მკვეთრად მატულობს.

Microsoft-ი განიხილება ლიდერად AI-ტექნოლოგიის პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში მისი მნიშვნელოვანი ინვესტიციის გამო OpenAI-ში – სან-ფრანცისკოში დაფუძნებულ სტარტაპში, რომელსაც პოპულარული ჩატბოტი ChatGPT ეკუთვნის.

გასულ თვეში Microsoft-მა საზოგადოებას AI განახლებები შესთავაზა, მათ შორის ChatGPT-ის, Azure-ის ღრუბლოვანი სერვისების, ასევე მისი საძიებო სისტემის, Bing-ის გაუმჯობესების მიმართულებით. ამ ნაბიჯით კომპანია Alphabet-ის Google-ის დომინირებისთვის კონკურენციის გაწევას ცდილობს.

სტატიის წყარო : Forbes