Kali Linux 2024 | მიმოხილვა
ჰაკერების რჩეული ლინუქსი Kali უკვე რეალიზებულია
Kali Linux-ის დეველოპერებმა გამოუშვეს ამ წლის პირველი ვერსია, 2024.1, რომელსაც მოაქვს ახალი ინსტრუმენტები, ოთხი განახლებული თემა და სხვა სასარგებლო ცვლილებები.
ჩვეულებისამებრ, Offensive Security-ის წლის პირველ გამოშვებაში არის ახალი ვიზუალი, მათ შორის ფონები და განახლებები ჩატვირთვის მენიუსა და შესვლის ეკრანზე. ეს განახლებები გავლენას ახდენს როგორც ჩვეულებრივ Kali-ზე, ასევე Kali Purple-ზე.
რაც შეეხება ხელსაწყოებს დაემატა ოთხი ახალი აპლიკაცია, ესენია:
- blue-hydra - Bluetooth მოწყობილობის სერვისი;
- opentaxii - TAXII სერვერის დანერგვა EclecticIQ-დან;
- readpe - ბრძანების ხაზის ინსტრუმენტები Windows PE ფაილებთან მუშაობისთვის;
- snort - არის მოქნილი ქსელში შეჭრის აღმოჩენის სისტემა.