Threads - სოციალური ქსელი | მეტას აპლიკაცია

Meta-მ ახალი სოციალური ქსელი ინტერნეტ სივრცეში გაუშვა.

Threads - სოციალური ქსელი | მეტას აპლიკაცია

"მეტამ" თქვა, რომ Threads-ში შესაძლებელი იქნება პოსტის გამოქვეყნება 500 სიმბოლოს ლიმიტით. აპლიკაცია iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებისთვის 100 ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი.

Meta-მ ოფიციალურად გაუშვა "ტვიტერის" კონკურენტი აპლიკაცია - Instagram Threads. პირველივე რამდენიმე საათში ის უკვე მილიონობით მომხმარებელმა ჩამოწერა. Facebook წლების განმავლობაში ცდილობდა Twitter-ისთვის კონკურენციის გაწევას მრავალი გზით, თუმცა Facebook-ის მშობელი კომპანია Meta-ს მხრიდან ეს ალბათ ყველაზე დიდი დარტყმაა.