კიბერ ოპერაცია აფრიკაში | Cyber Surge II
დააკავეს 14 ჰაკერი სადაც ზარალი 40 მილიონი დოლარია

აფრიკის მასშტაბით 25 ქალაქში ჩატარდა კიბერ სპეც ოპერაცია, სადაცა დაიჭირეს 14 ჰაკერი.
"DAR ES SALAM, ტანზანია – INTERPOL-მა და AFRIPOL-მა კოორდინაცია გაუწიეს ოპერაციას აფრიკის 25 ქვეყანაში, რამაც საშუალება მისცა გამომძიებლებს დაეკავებინათ 14 ეჭვმიტანილი კიბერდანაშაული და გამოევლინათ 20,674 საეჭვო კიბერ ქსელი, რაც ხაზს უსვამს რეგიონში ციფრული დაუცველობისა და კიბერ საფრთხეების ზრდას" - ავრცელებს განხცადებას ინტერპოლი.
ოპერაციის შედეგად, დაიხურა რამდენიმე საიტი ბნელ ქსელში, ასევე გამოვლენილი ქსელები დაკავშირებული იყო 40 მილიონ დოლარზე მეტი ფინანსური ზარალით, სადაც ამოღებულია სხვადასხვა მოდელების ვირუსები, კრიპტერები, ფიშერები, კარტები, მოწყობილობები და ასე შემდეგ.
ოთხთვიანი Cyber Surge II ოპერაცია დაიწყო 2023 წლის აპრილში და ფოკუსირებული იყო კიბერკრიმინალების და კომპრომეტირებული ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირებაზე. მას კოორდინაციას უწევდა ინტერპოლის კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დირექტორატი, INTERPOL-ის აფრიკის კიბერდანაშაულის ოპერაციების განყოფილების და ინტერპოლის აფრიკის კავშირის მხარდაჭერის პროგრამის ეგიდით AFRIPOL-თან (ISPA) ერთად.