Anonfiles | ცნობილი ჰოსტინგი დაიხურა

ფაილების ატვირთვის და გაზაიარების პლატფორმა დაიხურა

Anonfiles | ცნობილი ჰოსტინგი დაიხურა

ფაილების ატვირთვის და გაზიარების ცნობილი პორტალი დაიხურა.

პოპულარული ანონიმური ფაილების გაზიარების სერვისი, Anonfiles, დაიხურა. მისმა ადმინისტრატორებმა განაცხადეს, რომ ისინი ვეღარ უმკლავდებიან მომხმარებლების სხვადასხვა კრიტიკული ინფორმაციების და ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ დაბრკოლებებს, 5 მომხმარებლიდან 2 იუსერი ამ პორტალი დახმარებით ვირუსებს ავრცელებდა.

ფაქტია, რომ Anonfiles სწრაფად გახდა ფაილების გაზიარების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერვისი კრიმინალებს შორის, რომლებიც იყენებდნენ მას მოპარული მონაცემების, აქაუნთების და პაროლების ფაილების გასაცვლელად, ასევე საავტორო უფლებებით დაცული მასალების და კონფიდენციალური ინფორმაციების გაზიარებისთვის.

როგორც Bleeping Computer ახლა იუწყება, რამდენიმე დღის წინ მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ Anonfiles აბრუნებდა შეცდომას ფაილის ჩამოტვირთვის მცდელობისას.
როგორც კიბერუსაფრთხოების მკვლევარმა სახელად: g0njxa-მ მალევე აღმოაჩინა, Anonfiles-ის ოპერატორებმა დახურეს სერვისი და აცხადებდნენ, რომ მათმა პროვაიდერმა ახლახან გამორთო ისინი, რადგან ადმინისტრაცია ვეღარ უმკლავდებოდა დარღვევის დიდ რაოდენობას.